ალიანსის კარი უკრაინისთვის და საქართველოს ღიაა,- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვევა.