LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით: გია ვოლსკი

71
1543488798-ვოლსკი5

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა.როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსი ოპოზიციონერის გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიაჩნია.

“როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გუშინ „შერემეტიევოს“ აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g