რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში რამდენიმე მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს რუსეთსა და ბელარუსში ომის წინააღმდეგ აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.
როგორც ნავალნი აცხადებს, თუ ციხეები და პატიმრების გადასაყვანი ავტომობილები მათი თავებით უნდა აივსოს, ამისთვის მზად არიან:
“თუ ომის შესაჩერებლად ციხეები და პატიმრების გადასაყვანი საავტომობილო ეკიპაჟები ჩვენი თავებით უნდა ავავსოთ, ჩვენ მათ ავავსებთ.
ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი. სადაც უნდა იყოთ, რუსეთში, ბელარუსში თუ პლანეტის მეორე მხარეს, წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეს 14:00 საათზე, შაბათ-კვირას და არდადეგებზე.
თუ საზღვარგარეთ ხართ, მიბრძანდით რუსეთის საელჩოსთან. თუ თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ დემონსტრაცია, გააკეთეთ ეს შაბათ-კვირას”, – წერს ნავალნი.
მორიგ “ტვიტში” ის აღნიშნავს, რომ შიში უნდა დაძლიონ და ომის დასრულება უნდა მოითხოვონ:
“შიშის დაძლევით უნდა გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ომის დასრულება. აქციებზე თითოეული დაკავებული უნდა შეიცვალოს ორი, სხვა მოსული ადამიანით.
ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. ამას ჩვენთვის სხვა არავინ გააკეთებს. არ ვიყოთ ომის მხოლოდ წინააღმდეგნი, არამედ ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია ნავალნის “ტვიტებში”.
12/12 Everything has a price, and now, in the spring of 2022, we must pay this price. There’s no one to do it for us. Let’s not “be against the war.” Let’s fight against the war.
— Alexey Navalny (@navalny) March 2, 2022