LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა იქმნებოდეს – ირმა ინაშვილი

46
ირმა ინაშვილი

ნებისმიერ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა იქმნებოდეს – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

„პარლამენტი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის. თუ ჩვენ ნებისმიერ თემაზე საგამოძიებო კომისიების შექმნა დავიწყეთ, ეს სად მიგვიყვანს?! ჩვენ პროკურორები ვართ, გამომძიებლები თუ დეტექტივები? ეს ჯანსაღი და ნორმალური არ არის. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და სულ სხვა ფუნქცია, მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქცია გვაქვს. არ შეიძლება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია თვეში ერთხელ ამა თუ იმ, თუნდაც აქტუალურ თემაზე იქმნებოდეს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისადმი ნდობის ხარისხს, ირმა ინაშვილის თქმით, აუცილებელია პარლამენტის წევრების მხრიდან გამოძიების მიმდინარეობისადმი ინტერესი და კონტროლი.

„საგამოძიებო ორგანოების ნდობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან აუცილებელია, მაქსიმალური ინტერესი და კონტროლი იყოს, გამოძიება როგორ მიდის,“ – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

 

magti 5g