LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი: „სანამ არ გავიაზრებთ, რომ მთავარი გამოწვევა მხოლოდ სისტემებში კი არ არის, არამედ პირველ რიგში, ჩვენს პირად პასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაშია, ვერ მივაღწევთ ნამდვილ თავისუფლებას“

173
ნეკაა

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას რჩევით მიმართავს.

როგორც ნეკა აღნიშნავს, სანამ არ ვისწავლით პირადი თავისუფლების მნიშვნელობას და მის დაცვას, ვერც ძლიერ საზოგადოებად შევიკვრებით და ვერც ჯანსაღი პატრიოტიზმის განცდას შევინარჩუნებთ.

„როდესაც ადამიანი არ ყიდის საკუთარ სულს, ყოველთვის გამოჩნდებიან ისინი, ვინც შეეცდება, დაარწმუნოს, რომ ეს გააკეთოს. ხოლო როცა ვერ ყიდულობენ, მათი რეაქცია ხშირად აგრესიული ხდება.

თუმცა, სანამ არ გავიაზრებთ, რომ მთავარი გამოწვევა მხოლოდ სისტემებში კი არ არის, არამედ პირველ რიგში, ჩვენს პირად პასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაშია, ვერ მივაღწევთ ნამდვილ თავისუფლებას.

სანამ არ ვისწავლით პირადი თავისუფლების მნიშვნელობას და მის დაცვას, ვერც ძლიერ საზოგადოებად შევიკვრებით და ვერც ჯანსაღი პატრიოტიზმის განცდას შევინარჩუნებთ იმ წარმოსახვით თავისუფალ სივრცეში, რომელსაც ასე ძალიან ვესწრაფვით…“ – წერს ნეკა დოროყაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g