„ნეტფლიქსზე“ ახალი „შავი კომედია“, „დეკამერონი“ იწყება. ის ჯოვანი ბოკაჩოს ამავე სახელწოდების კრებულის მიხედვით გადაიღეს. სერიალი მე-14 საუკუნეში, შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს.
სცენარის ავტორი კეთლინ ჯორდანია, მთავარ როლებს კი ზოშა მემითი, სირშა-მონიკა ჯექსონი, ტანია რეინოლდსი და ტონი ჰეილი ასრულებენ..
სერიალის რვავე ეპიზოდის პრემიერა „ნეტფლიქსზე“ 25 ივლის შედგება.