LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძის არჩევანი კვლავ ქართულ სიმღერებზე შეჩერდა – ვინ გადავიდა ფინალში მისი გუნდიდან

4210
ვოისი-ნიაზი

არ არის გასაკვირი, რომ ნიაზ დიასამიძემ თავისი ოთხეულისთვის ნახევარფინალურ ტურში კვლავ ქართულ რეპერტუარზე გააკეთა აქცენტი. მათ შორის ხატია ქინქლაძის შემთხვევაში არჩევანი ისევ ახალ, კონკურსანტის მიერვე დაწერილ კომპოზიციაზე შეჩერდა, რომლის შესრულებაშიც მენტორი ხატიას ისევ თავად დაეხმარა. ლუკა ლილუაშვილმა ,,გელინოს” ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, შთამბეჭდავი იყო სალომე ხუჯაძის ,,მოვა მაისი”, რომელიც აკაპელაში ანსამბლ ,,იალონის” დახმარებით შეასრულა, ანი ტაბაღუამ კი – “გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო” შეარჩია, ნიაზის თხოვნით.

მაყურებელმა ამ ოთხეულში უპირატესობა ლუკა ლილუაშვილსა და მის შესრულებას მიანიჭა, ნიაზმა კი თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ნიაზ დიასამიძე:

,,აღარ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს, ასეთია და ისეთია-მეთქი. სამი ფერია მუსიკალურად და პრაქტიკულად, ყველა გუნდში ასე მოხდა, რადგან ნახევარფინალში შემთხვევით არ მომხდარა. ახლა მე უნდა ვიფიქრო იმაზე, ბოლოში რა ფერები გვინდა… თორემ ასე პიროვნულად მეგობრები ვართ ყველანი… ვიცი, რომ ბევრს ვლაპარაკობ… მოკლედ, ავდგები და… ნაღდად სამივე მინდა იყოს ყოველთვის გამარჯვებული, მაგრამ დავტოვებ ხატიას, რადგან წავყვები პირველ ლოგიკას, თუ რას ვაპირებ ხვალ…”

ვოისი

,,ვოისის” ორი ფინალისტი სალიოს გუნდიდან გამოვლენილია

ნიკოლოზ რაჭველის მიძღვნა საყვარელ ქალ მომღერლებს და მისი გუნდის ფინალისტები

ჰაერში აფრენილი კონკურსანტი და სტეფანეს რთული გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g