LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველის მიძღვნა საყვარელ ქალ მომღერლებს და მისი გუნდის ფინალისტები

1800
ვოისი-ნახევარფინალი

ნიკოლოზ რაჭველმა ,,ვოისის” ნახევარფინალურ ტურში ერთგვარი ტრიბიუტი შემოგვთავაზა – საყვარელი მუსიკისოსი ქალბატონების მიმართ, ნანი ბრეგვაძის, ნინო ქათამაძის, ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის კომპოზიციები, ახლებური, საინტერესო ინტერპრეტაციებით, ჯგუფ ,,ქუინტესენსის” დახმარებით, ოთხეულის გოგონებს შეასრულებინა.

,,ვოისის” ორი ფინალისტი სალიოს გუნდიდან გამოვლენილია

კატო ვერხვიაშვილი, ნათია ნანობაშვილი, ვიოლეტა მგალობლიშვილი და მარიტა ცეცხლაძე – სწორედ მარიტა გახდა მაყურებლის რჩეული და ფინალში ხმათა უმრავლესობით გადაინაცვლა, დარჩენილი სამეულიდან კი ნიკოლოზ რაჭველმა ვიოლეტა მგალობლიშვილი შეარჩია – ,,სამი მომღერალი დგას, რომელთაგან ყველა მომღერალია. დავანებოთ თავი, რომ მე ისინი მიყვარს და ვმეგობრობ. ნიაზი გვამხნევებს ხოლმე, რომ ამას, როგორც თამაშს ისე ვუყუროთ, მაგრამ მაინც ვღელავთ. სამივემ ბრწყინვალედ შეასრულა და სამივე უნდა გადავიდეს ფინალში, მაგრამ “ვოისი” არ მაძლევს ამის საშუალებას… აუ, ყველა მინდიხართ შემდეგ ტურში… რა ვქნა?!. რა პრინციპით გადავიყვანო? ფინალში ერთი სიმღერა წარმომიდგენია და მაშინ გადავიყვან ვიოლეტას…”, დასძინა მაესტრომ.

ვოისი

რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში

,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”

,,ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს ,,ოსკარებს” გვიწყობს

mazda magti 5g