LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში გადაწყვიტეს, რომ წამლებში ქალების დისკრიმინაციას ბოლო მოუღონ

113
shutterstock_559764592

ნიდერლანდების პოლიტიკურმა პარტიამ „დემოკრატები 66“ განაცხადა, რომ სურს გამოასწოროს ამჟამინდელი სიტუაცია, რაც გულისხმობს იმას რომ ქალებს უწევთ შეიძინონ წამლები, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებზეა დატესტილი. სიახლის შესახებ Eurparl წერს.

პარტიის ლიდერმა დააზუსტა, რომ ამის გამო ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ გვერდითი ეფექტები და გამოჯანმრთელებისთვისაც მეტი დრო სჭირდებათ.

მედიკამენტები უფრო ხშირად მამაკაცებზე იტესტება, ეს მაშინ როცა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალის ორგანიზმს პრეპარატზე შესაძლოა განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. ამის გამო ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ სამწუხარო ეფექტები, ისეთი როგორიცაა თავის ტკივილი, გულის პრობლემები და ჰალუცინაციებიც კი. ბევრი ამის გამო საერთოდ წყვეტს წამლების მიღებას და ავადმყოფობის დამარცხებაც უფრო უჭირს.

პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროპულ ბაზარზე გამოსვლამდე წამლები ქალებზეც დაიტესტოს. გარდა ამისა, მათ სურთ გადაიხედოს უკვე არსებული პრეპარატების დოზირება, რათა ქალთა ფიზიოლოგიური სხვაობა იყოს გამოხატული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები