LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!

220
Untitled-design-180

„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რითაც  უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

„რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.

 

 

შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი!✌️

რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.

ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს! ✌️

ნიკა #212

Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 20 ივნისი, 2023

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g