LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს?“

236
ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი

„მე მიშა სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი”, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობა „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ტვ პირველის“ ეთერში, სადაც ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან და ამჟამად „ახალის“ თანადამფუძნებელ, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა, სხვა საკითხებთან ერთად მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

„მე არავისთვის არ მიღალატია.  მიშაზე თუა საუბარი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება.  არასოდეს არ გადავკვეთ წითელ ხაზებს –  ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და იქიდან რას მივიღებ, ამაზეც არ არის დამოკიდებული. პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს იქიდან [„ნაციონალური მოძრაობიდან“].

მე მიშა სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, როცა მისი პარტიის პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა? ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა? სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება”. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია: „კეზერაშვილი ჩვენი განხილვის თემა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება – მას თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს და რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული“

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g