საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ნიკა გვარამიას პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ მისი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება“. მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ყველაფერი ანაზღაურდება“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც გუშინ „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ.
„ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა.
საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. იმედია ყველაფერი ანაზღაურდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოვიდა ვივამედთან. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„მიშა სააკაშვილის გზავნილი“ – ლევან ხაბეიშვილი „ვივა მედთან“ მიმდინარე აქციიდან ფოტოს აქვეყნებს
ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის…
Posted by Mikheil Saakashvili on Wednesday, 5 July 2023
