„ნიკო შვილო შენც ხომ ახლოს ხარ ღმერთთან და შენც სთხოვე დაეხმაროს შენს ქვეყანას…“, – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
იზა ომაძე წერს, რომ „საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და გამარჯვებული ადამიანები უშუალოები არიან“.
„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველ 9 ივნისს გავაზიარებ, ყოველთვის თითქოს ახალია, ყოველთვის რაღაც მენიშნება ხოლმე, ახლა როცა ფბ განახლებებს ვადევნებ თვალს ვფიქრობ ეს ფუნქცია გამომიყენებია თქო, დიახ ყველა ეს ფუნქცია ჰქონდა Feedc-ს და ეს ჩვენმა ბიჭმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ მოიფიქრა.
თანასწორობაო, გუშინ როდესაც ჩვენმა გამარჯვებულმა თანამემამულემ ხელი გადახვია და თავისკენ მთელი ძალით მიიზიდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მაშინ სწორედ ეს სიუჟეტი გამახსენდა, დიახ! საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და გამარჯვებული ადამიანები როგორი უშუალოები არიან 🙌
ისიც ვნახეთ როგორ მარტივად სთხოვა ჩვენს ქვეყანას დაეხმარეო, ნიკო შვილო შენც ხომ ახლოს ხარ ღმერთთან და შენც სთხოვე დაეხმაროს შენს ქვეყანას…
ოხ, როგორ გვენატრები შვილო 😢❤️🔥❤️🔥“, – წერს იზა ომაძე.