LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, „სიკვდილის დულა“ გახდეს

226
page

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ნიკოლ კიდმანი ახალი მიმართულებით აპირებს განვითარებას. მსახიობმა განაცხადა, რომ სურს „სიკვდილის დულა“ გახდეს, სპეციალისტი, რომელიც სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მყოფ ადამიანებსა და მათ ოჯახებს ემოციურ მხარდაჭერას უწევს.

ამის შესახებ კიდმანმა University of San Francisco-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდწილად მისი დედის, ჟანელ კიდმანის გარდაცვალებამ განაპირობა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

„როცა დედა კვდებოდა, თავს ძალიან მარტოდ გრძნობდა და ოჯახი ყოველთვის ვერ ახერხებდა მის გვერდით ყოფნას“, – აღნიშნა მსახიობმა.

კიდმანმა განმარტა, რომ ის და მისი დები დაკავებულები იყვნენ საკუთარი ოჯახებითა და კარიერით, რის გამოც ჟანელის სიცოცხლის ბოლო დღეებში მუდმივად ვერ ახერხებდნენ მასთან ყოფნას. სწორედ ამ გამოცდილებამ შეცვალა მისი დამოკიდებულება, ახლა მსახიობი გეგმავს თავისუფალი დრო სხვების დახმარებას დაუთმოს.

ამასთან, კიდმანი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას იფიქრებენ სხვები მის გადაწყვეტილებაზე:

„ერთ მომენტში უნდა შეეგუო იმას, რას ამბობენ შენზე. ეს შენი ცხოვრებაა და თავად განსაზღვრავ მას. ვის აინტერესებს სხვების აზრი? არავის მისცე უფლება, განსაზღვროს, ვინ ხარ“.

შეგახსენებთ, 2025 წლის შემოდგომაზე, დედის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, კიდმანი ქმარს, მუსიკოს კიტ ურბანს გაშორდა.

აქ რა ხდება? – ნიკოლ კიდმანისა და საიმონ ბეიკერის ურთიერთობა განხილვის მთავარი თემა გახდა

„ის შოკშია“ – ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქალიშვილმა მშობლების განქორწინების შემდეგ, დედის პოზიცია დაიკავა

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ დუმილი დაარღვია – 58 წლის მსახიობი Variety-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები