ვიქტორია ბექჰემსა და მის მილიარდერ რძალს, ნიკოლა პელტცს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. გოგონა უკვე მედიასთან დედამთილზე ღიად საუბრობს და არც ვიქტორია დუმს, ის აღშფოთებული რძლის დამოკიდებულებით და აინტერესებს, რატომ უწყობს ის ხელს მოარულ ჭორებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, ნიკოლამ თმა მუქ ფერად შეიღება და თავისი გარდერობიდან ჭრელი ტანისამოსიც გააქრო. აშკარაა, ის დახვეწილ და გემოვნებიან დედამთილს ჰბაძავს. ამის დამადასტურებელი ფოტოები ინტერნეტსივრცეში მრავლად მოიპოვება და ამას საზოგადოებაც აშკარად ამჩნევს.
ნიკოლასი და მისი მეუღლის, ბრუკლინის უკანასკნელი ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წყვილი „პარიზის მოდის კვირეულზე“ იმყოფებოდა, პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც რესტორანში სავახშმოდ მიემართებოდა.
რაც შეეხება ბექჰემების რძლის ჩაცმულობას. გოგონა შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. მას მოკლე კაბა, ტყავის ლაბადა და „მარკ ჯეიკობსის“ ჩექმა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 1960 ევროა.
„როდესაც ბრძოლას აპირებ, მტრის ტყავში უნდა შეძვრე“, „ერთი ერთში იმეორებს ვიქტორიას ლუქებს“, „ყველაფრით დაემსგავსა“, „სათვალეც კი იდენტური უკეთია“, – წერენ კომენტარებში.
ბექჰემებთან ,,ტრაურია” – ვიკტორია და დევიდი რძალთან გაჩაღებული ომის ფონზე პირველად გამოჩნდნენ
„იგნორს მიკეთებდა“ – ბექჰემების მილიარდერი რძალი დედამთილზე ღიად ალაპარაკდა