LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცი დუმილს არღვევს – ბექჰემების ოჯახური სკანდალი პიკზეა

2381
page

ბექჰემების დიდ ოჯახში დრამა გრძელდება. ბრუკლინ ბექჰემის მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა, დუმილი სოციალურ ქსელში გაკეთებული სიმბოლური პოსტით დაარღვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინმა მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და საკუთარი და-ძმები, რომეო, კრუზი და ჰარპერი „ინსტაგრამზე“ დაბლოკა.

დაძაბული და დამწუხრებული – შვილის მიერ სოციალურ ქსელებში „დაბლოკილი“ დევიდ ბექჰემი პირველად გამოჩნდა

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

ყოველივე ამის ფონზე, ნიკოლა პელტცმა სოციალურ ქსელში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნის დროს გადაღებული ფოტო გააზიარა. კადრში მისი მილიარდერი მამა, ნელსონ პელტცი ჩანს, პოსტს თან ახლავს წარწერა:

„ჩვენი ოჯახი გილოცავთ ხანუქას“ – დაწერა ნიკოლამ, ეს კი ბევრმა ბექჰემების ოჯახისადმი ირიბ მინიშნებად აღიქვა.

ასევე ისიც ირკვევა, რომ ნიკოლამ „ინსტაგრამზე“დედამთილ-მამამთილის და მეუღლის და-ძმის გამოწერები გააუქმა.

არსებული ინფორმაციით, ბრუკლინმა ოჯახი მას შემდეგ დაბლოკა, რაც ვიქტორია ბექჰემმა მოიწონა მისი კულინარიული ვიდეო, სადაც ის ქათამს წვავს. ვიქტორიას „ლაიქს“ მოჰყვა უამრავი კომენტარი გამომწერებისგან, რომლებიც ბრუკლინს ოჯახთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ. წყაროების თქმით, სწორედ ამ კომენტარებმა გააღიზიანა ბრუკლინი და მან გადაწყვიტა მთელი ოჯახი დაებლოკა, მათ შორის უმცროსი და, ჰარპერიც.

პირველი, ვინც დაბლოკვის ფაქტი გაასაჯაროვა, კრუზ ბექჰემი იყო, მან შაბათ-კვირას პოსტი გამოაქვეყნა. ეს გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც ბექჰემების ოჯახის წევრი საჯაროდ შეეხო ბრუკლინთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობას.

„დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი შვილს არას­დროს წაშლიან მეგობრებიდან. მათ გა­იღ­ვი­ძეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დაბ­ლო­კი­ლე­ბი იყ­ვნენ ბრუკ­ლი­ნის­გან, მეც ანა­ლო­გი­უ­რად“, – აცხადებს კრუზი.

დაძაბული და დამწუხრებული – შვილის მიერ სოციალურ ქსელებში „დაბლოკილი“ დევიდ ბექჰემი პირველად გამოჩნდა

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

ვიქტორია ბექჰემი არ მისცემს უფლებას შვილსა და რძალს შობის დღესასწაული ჩაუშხამონ – კონფლიქტში ვიქტორიას დედამთილი ჩაერთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები