საქართველოდან 6 დელეგატს შორის, ნიუ იორკში, გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე ნიკოლამ ამბასადორის სტატუსი მოიპოვა, – აღნიშნულის შესახებ ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და კადრებს გვიზიარებს.
ეკას თქმით, ეს მისი შვილის პირველი წარმატებაა.
„ნიკოლა ხუჯაძე ნიუ იორკში გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე და მისი პირველი წარმატება. საქართველოდან 6 დელეგატს შორის ნიკოლამ ამბასადორის სტატუსი მოიპოვა🤍 დიდი მადლობა საერთაშორისო აკადემია ლოგოს-ს ამ შესაძლებლობისთვის. აბა ჰე და აბა ჰო“, – წერს ეკა ხოფერია.