მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელის შიმშილობას, ასევე მისი სოლიდარობის ნიშნად, დაკავებული რეზო კიკნაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ დაწყებულ შიმშილობას და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობას პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:
„მხოლოდ მზია ამაღლობელზე, მისთვის სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე ყმაწვილზე, ჩემს მეგობარ ანდროზე და მასთან ერთად (და მანამდე, გაზაფხულიდან) დაკავებულ ყველა ღირსეულ ადამიანზე მეფიქრება… და კიდევ მათზე, ვისაც ეს ყველაფერი არ ანაღვლებთ და არ იმჩნევენ… რა მტკივნეულია ეს ყველაფერი… უსაზღვროდ“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.
მხოლოდ მზია ამაღლობელზე, მისთვის სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე ყმაწვილზე, ჩემ მეგობარ ანდროზე და მასთან ერთად (და…
Posted by Nikoloz Rachveli on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
ცნობისათვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
მზია ამაღლობელი: „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“
დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა
დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო