LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული…“

210
ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველმა საკუტარი დაბადების დღეზე დედის საფლავი მოინახულა და ემოციური სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული, რომ 9 აპრილის ღამეს თან ვყავდი რუსთაველზე, რომ მასწავლა რწმენა, გადმომდო სიკეთის კეთების სიხარულის განცდა, რომ მასწავლა ნამდვილის გარჩევა სიყალბისგან, რომ მასწავლა უფროსების და უმცროსების პატივისცემა (ჩემს კლასელებსაც კი თქვენობით მიმართავდა), რომ მასწავლა სხვისი შრომის და ნიჭის დაფასება, რომ დამიტოვა სწორი ღირებულებებისაკენ სწრაფვის უნარი…

მისი დამსახურებაა, რომ დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსალოც შეტყობინებებში მადლობას მიხდის იმ პოზიციონერობისთვის, რაც დღევანდელ რთულ ვითარებაში მაქვს და გამოვთქვამ…

დიდი მადლობა მას, რომ ახლაც მიცავს და მაძლიერებს! დიდი მადლობა თქვენ, რომ გიყვარვართ, მგულშემატკივრობთ და გიხარიათ ჩემი კარგი სიახლეები. მეც შევეცდები შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი მოვასწრო მუსიკისა და სამშობლოს სამსახურში!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები