“გონების დაკარგვა მოხდა, ეს არის ძალიან, ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT – აპარატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ტვინის მდგომარეობა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ნევროლოგმა დასვა არასასიამოვნო დიაგნოზი, რომელიც იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას.
„დღეს ბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა. სინკოპის პრობლემები ჰქონდა. აიყვანეს რეანიმაციაში და მთელი რიგი ღონისძიებები იყო გატარებული. დიდი მადლობა გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ, ჩაატარა ყველა რეანიმაციული ღონისძიება და პრეზიდენტი უკეთესად გახდა. ახლაც სახლში რომ მივდივარ, არ ვიცი, რა მოხდება ერთ საათში, ათ წუთში.
მე შევხვდი დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, დავით სერგეენკოს, მიხეილ სარჯველაძეს, ვილაპარაკეთ , რა უნდა მოხდეს, რა გავაკეთოთ. მთავარი საკითხი იყო პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ აუცილებელია პრეზიდენტის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში. მე ვერ გეტყვით გაიზიარეს თუ არა. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე მეთანხმებოდნენ. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები უკვე ფიქრობენ შესაძლებლობაზე, რომ ის გადაყვანილი იყოს უფრო მრავალპროფილურ საავადმყოფოში, მაგრამ „კი“ და „კი ბატონო“, მე არ გამიგია.
გონების დაკარგვა მოხდა, ეს არის ძალიან, ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის ძალიან რთული.
ახლა ჩვენ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT. ეს აპარატია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. ეს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში თბილისში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რაზეც მე უარი ვუთხარი, ეს არის ზედმეტი დასხივება მხოლოდ. ასე, რომ ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის მდგომარეობის შესახებ ვერ ვაკეთებთ. ეს აპარატი არის „ევექსში“, „ღუდუშაურში“, „ნიუს ჰოსპიტალსში“ “, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.