გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა.
როგორც მან ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.
„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, – განაცხადა ყიფშიძემ.