LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოს ვერ გავაცოცხლებთ, გიგას ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ სხვა შვილები უნდა გადარჩნენ… არ უნდა ჩაიფარცხოს მსგავსი მკვლელობები“ – იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს

172
იზა ომაძე

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს დროულად მოახდინონ ნიკოს მკვლელობის უკვე გახსნილ საქმეზე, საზოგადოების ინფორმირება, თუ ვინ და რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია. 

„ნიკოს ვერ გავაცოცხლებთ, გიგას ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ სხვა შვილები უნდა გადარჩნენ… მე კიდევ შვილები მყავს. ნიკოს საფლავი აქ მაქვს და ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ჩვენმა შვილებმა ხომ უნდა იცხოვრონ.

ყველანაირი რესურსი აქვს ამ ქვეყანას რომ განვითარდეს მაგრამ, ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, არ უნდა ჩაიფარცხოს მსგავსი მკვლელობები.

ახალგაზრდები, რომლებსაც ქვეყანა უყვართ მათ უსწორდებიან, სისხლს სდენენ და მკვლელებს ახალისებენ.

აი ამ ადგილიდან მივმართავ გიორგი გვარაკიძეს. მასაც თუ არ უნდა, მივმართავ მთავრობის დანარჩენ წევრებს, „ქართული ოცნების“ წევრებს, თუ უნდათ მათაც არ შეიზილონ ნიკოს მკვლელობა, რომელიც არის გახსნილი, ხვალვე გამოიტანონ საქმე და საზოგადოებას უთხრან, ვინ, რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია. მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი შვილის საკითხზე მე ვერ ვიჭორავებ. მე მინდა სამართლებრივად გამყარებული. 

სად არის შოთაძე? ცოცხალია? მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის. მის კისერზეც არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. იცით როგორ? მან ხელი შეუწყო, რომ არ გახსნილიყო ეს საქმე. ყველაფერი გააკეთა, წინ და უკან ატარეს მკვლელები. 

ვინ არ იბრძოდა ამ ქვეყანაში? ვინ შეაჩერა ბრძოლა? ნიკოს დედამ შეაჩერა? თემირლანის მამამ შეაჩერა? თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეაჩერა ბრძოლა ან ზაზა სარალიძემ შეაჩერა ბრძოლა? ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენ გვებრძვის სახელმწიფო. სახელმწიფოს ბნელი ძალა გვებრძოდა ჩვენ“, – აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g