LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია: „ხშირად მეკითხებიან: ყოველთვის აქტიური იყავით და რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკაში მოხვიდეთ და ქვეყანას მოუაროთო?“

413
nikushashengelaia215

ცნობილი მხატვარი, ნიკუშა შენგელაია ჟურნალ „გზას“ ესაუბრება და პასუხობს კითხვას პოლიტიკურ აქტიურობასა და პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით.

ნიკუშა შენგელაია:

„ხშირად მეკითხებიან: ყოველთვის აქტიური იყავით და რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკაში მოხვიდეთ და ქვეყანას მოუაროთო? მე ვპასუხობ: სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში მორალი და პოლიტიკა სხვადასხვა პოლუსზეა და რთულია ამ პროცესში ჩაერიო. მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ძალიან რთული დროა – ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა: ამ ერთი წლის განმავლობაში კოვიდვირუსმა მთელი ეკონომიკა თავდაყირა დააყენა. მსგავსი პანდემია მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია,არ ყოფილა. საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის და ჩვენ ეს სიტუაცია გაცილებით მწვავედ შეგვეხო. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი ტურიზმი გახლდათ და  პანდემიამ პირველად სწორედ ამ სფეროს „დაარტყა“. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაერთო და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. ახლა უფრო მეტი გონიერება და ერთად ყოფნა გვმართებს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს რომ ვაკვირდები, თითქოს აქ ცხოვრებას არ აპირებენ. თითქოს, მათი შვილები ამ ქვეყანაში არ უნდა გაიზარდონ. ჩვენმა წინაპრებმა ტყუილად კი არ დაგვიწერეს, ძალა ერთობაშიაო? – ერთად დგომა და ერთიმეორეს გატანა ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g