LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგვიძლია… დათი კარგად იქნება და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად!“

431
დათი ქოქრაშვილი, ნინი შერმადინი

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. დათის უცხოეთში მკურნალობის გასაგრძელებლად შესაბამისი თანხები და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ვიდეო: „დათის ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…არის რაღაც გართულებები, თუმცა ვიცით რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება“ – დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური პოსტი

დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად არაერთი ადამიანია გაერთიანებული. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ისრაელში, 22 აგვისტოს, რესტორანში „ღვინის ფესვები“ საქველმოქმედო საღამო დაიგეგმა.

ვიდეო: „როგორც თვითონ გააჟღერა, ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში…„Flying Burrito” – დათის დედა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„როგორც თვითონ გააჟღერა, ახალი სუპერ-გმირი გვყავს ოჯახში…„Flying Burrito” – დათის დედა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება დათის მხარდამჭერი პოსტების გავრცელება. ამჯერად, ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი აქვეყნებს მსგავსი შინაარსის პოსტს და ემიგრანტებს მიმართავს:

„გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგვიძლია ყველა ცენტი მნიშვნელოვანია… დათი კარგად იქნება და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად!“, – წერს ნინი შერმადინი.

#GE90BG0000000101545483

საქ. ბანკი. მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

#GE05TB7962745064300024

თბს. ბანკი

მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

Zelle:

[email protected]

გთხოვთ გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგბიძლია ყველა ცენტი მნიშვნელოვანია. Zelle მიმღები Kristine Mamukashvili …

Posted by Nini Shermadini on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g