„ომი არ გვინდაო და სამოქალაქო ომი გვინდა?!.. ეს საშინელებაა, უსამშობლოდ დავრჩებით!“ – ასე ეხმაურება მსახიობი ნინო კასრაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტსა და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ეწინააღმდეგება და საჯაროდ გამოხატავს პოზიციას „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ.
ნინო კასრაძის შეფასებით, კანონპროექტის ავტორთა ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.
„როცა ამბობენ თვითმიზანი არ არის ევროპაო და იცით რა, ჩვენს წინაპრებს, იმ საუკეთესო ხალხს, რომელმაც ამ რელსებზე შესვა საქართველო, მე ვგულისხმობ ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, იმ ბრწყინვალე პლეადის, მათთვის ეს იყო თვითმიზანი, მგონი მათთვის სწორედ თვითმიზანი იყო და ახლა, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდება ჩვენ ჩამოვშორდებით აი, ამ ჩვენ, ნამდვილ მიზანს და რაღა დარჩება?..
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
მე ვიტყოდი, რომ ეს სუფთა რუსული სტილის კანონია.. აი, ასე დაიწყო რუსეთში..
მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ რა ხდება დღეს რუსეთში, აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შეხედეთ რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი, იცით რა, მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ მერე ასე სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი, იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ, რით დასრულდა ეს ყველაფერი? წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოდ დავრჩებით, უსამშობლოდ დავრჩებით“, – აღნიშნა მსახიობმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს