მსახიობი ნინო კასრაძე „ფორმულასთან“ საუბარში ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება ბესო ზანგურთან დაკავშირებულ ოჯახურ კონფლიქტზე და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაც არის დამნაშავე, რადგან ეს პირველ რიგში, მისი პრობლემაა.
„ჩვენ ყველამ რაღაცა დავაშავეთ ამაში. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ის, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა, ეს კონტექსტის ბრალია, ზოგადად ქვეყანაში, ზოგადად ჩვენი მემკვიდრეობის, საერთოდ ამაზე არ იყო ლაპარაკი.
ძალიან დიდი ნაწილი მხარში დაუდგა მას, მაგრამ მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც იმ ამბობს, რომ 11 წლის მერე… შეიძლება, 31 წელი დაგჭირდეს ამისთვის…”
ნინო კასრაძე მიიჩნევს, რომ ნინუცა მაყაშვილმა დიდი გამბედაობა გამოიჩინა:
„ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, სხვებისთვის მაგალითია. ნუთუ, ვინც მას აკრიტიკებს, ამას ვერ ხვდება?! გამოძიება იქნება, თუ როგორც იქნება, ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. მან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია”.
ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა
