LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კვარაცხელია სოხუმში 40 წლის წინ ემზარ ჯღარკავასთან ერთად გადაღებული ერთადერთი ფოტოს ვიდეორეკონსტრუქციას გვთავაზობს: „გავაცოცხლეთ ჩვენი ბავშვობის სიყვარული, ისევე, როგორც ერთადერთი ფოტო სოხუმის ისტორიიდან…“

114
ნინო და ემზარი

აშშ-ში მცხოვრები ნინო კვარაცხელია გვიზიარებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოს იმ ერთი ფოტოდან, რომელიც მას ემზარ ჯღარკავასთან 40 წლის წინ სოხუმში აქვს გადაღებული. ეს არის ერთადერთი ფოტო, რომელიც წყვილს აკავშირებდა, მათი სიყვარული მაშინ არ შედგა, თუმცა სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუქის” საშუალებით იპოვეს.

„გავაცოცხლეთ ჩვენი ბავშვობის სიყვარული, ისევე, როგორც ერთადერთი ფოტო სოხუმის ისტორიიდან… მოვა დრო, სოხუმსაც გავაცოცხლებთ და მის ქუჩებსაც ავახმაურებთ…“, წერს ნინო კვარაცხელია

40 წლით შეწყვეტილი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ „ღამის პრაიმ ტაიმის” ეთერში გაცოცხლდა და ემზარ ჯღარკავამ ნინო კვარაცხელიას ხელი ვირტუალურად სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

„პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო ვინმეს გაყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, – ამბობდა ემზარ ჯღარკავა.

წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს.

თოვლიანი სოხუმის კადრები და ნინო კვარაცხელიას ემოციური სტატუსი: „რომ დავბრუნდები, აუცილებლად ჩავალთ სოხუმში… თქვენ იცით, რა ლამაზია დათოვლილი პალმები, მაგნოლიები, კამელიები? გინახავთ, როგორ ეხეთქება და ერწყმის თეთრი ტალღა თეთრ თოვლიან სანაპიროს?“

„1982 წლის სოხუმური შემოდგომა მახსენდება, მომავლის იმედით და სიყვარულით სავსე… ახლაც იგივე გრძნობა მეუფლება მიუხედავად იმისა, რომ ნიუიორკული შემოდგომაა 42 წლიანი სხვაობით“ – რას წერს ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე

„მომენტი, როცა ნინოს დაურეკეს და უთხრეს, შენი ქმარი ამ წუთას ბრუკლინში ვნახეთო“ – ემზარ ჯღარკავას სახალისო პოსტი – როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g