LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი მიიჩნევს, რომ ილიკო სუხიშვილის შექმნილი ცეკვების მასობრივი კოპირება მიმდინარეობს: „უამრავი ანსამბლი და ქორეოგრაფია, რატომ არ უნდათ, რომ რაღაც თავისი შექმნან და გააკეთონ?!“

615
416cb6b0-4670-466a-8785-28c0a8425071

ნინო სუხიშვილი გადაცემაში Art FM, თათა სადრაძესთან საუბრობს იმის შესახებ, რომ „სუხიშვილების“ მიერ შექმნილი ცეკვების პლაგიატი უკვე ძალიან ხშირი გახდა და ამ კოპირებას ანსამბლის ხელმძღვანელობა არ მიესალმება.

ნინო სუხიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ საკუთარი ხელწერით შექმნან პროგრამები და სხვისი არ მოიპარონ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საოცარი თაობა მოდის. გვაქვს ჩვენი ცეკვის აკადემია, სადაც 10 000-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი ეუფლება ცეკვას. 7 ფილიალი გვაქვს თბილისში და ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენს ცეკვის აკადემიას რომ ამთავრებენ, 18 წლიდან ხდება გადარჩევა და ანსამბლში ახალი თაობა მოდის.

ჩვენ მათ იმ პრინციპით, იმ სისტემით ვასწავლით, რომელიც მერე ანსამბლში გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს და ამით განვსხვავდებით სხვა კოლექტივებისგან, თუმცა ეს განსხვავებულობა პრობლემაა, რადგან ბოლო დროს, ძალიან მოხშირდა პლაგიატობა. ბოლო 20-25 წლის წინ შექმნილი ცეკვები, რასაც ილიკო დგამს, საავტოროა და ისეთი მიმბაძველობა მიდის, იქნება ეს კოსტიუმზე, ქორეოგრაფიაზე თუ მუსიკაზე, ეტყობა, მასობრივად არ იციან, რა არის ინტელექტუალური ქონების, საკუთრების დაცვა და რას ნიშნავს საავტორო უფლება. უამრავი ანსამბლი და ქორეოგრაფია, რატომ არ უნდათ, რომ რაღაც თავისი შექმნან და გააკეთონ?! მესმის, რომ სწორება ყოველთვის ჩვენზე იყო, რომ ყოველთვის ჩვენგან იღებდნენ მაგალითს, მაგრამ პირდაპირ ასე გადაიღო და იცეკვო და ჩათვალო, რომ ეს ხალხურია და შენია, ასე არ არის.

„სუხიშვილების“ 80 წლის იუბილე – როგორია დაგეგმილი ღონისძიებები: „ჩემი ოჯახის სამმა თაობამ მართლა მთელი ცხოვრება გადადო ამ საქმისთვის და ასე ვაგრძელებთ მე და ილიკოც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g