„ვიზალიბერალიზაციის თაობაზე არსებულმა ჩანაწერმა დაგვანახა, რომ ქართველ ხალხს ებრძვიან და ვერ იტანენ, რადგან მათთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს არჩევნებზე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას ეხება.
ნინო წილოსანის თქმით, „ხელისუფლებამ ქართველი ხალხის დაკვეთით მიიღო ყველა ის კანონი, რომელთა გაუქმებასაც მოითხოვენ.
„თავად სათავეშია პრობლემა, როცა ისინი კანონებსა და ქართველ ხალხს მიჯნავენ. ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, რომ ოჯახური ღირებულებები და გამჭვირვალობა ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი, რომლითაც ეს ქვეყანა განვითარდება და შევინარჩუნებთ. ამის საპირწონედ ვიზების გაუქმების მუქარა ქართველი ხალხის შეზღუდვაა“, – თქვა ნინო წილოსანმა.
