LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“ 

218
ნინო წილოსანი

„დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „წლის წინანდელი აქციის ფოტოების გაზიარებამ და ტრიალმა, ისე თითქოს ახალია, გამჭვირვალობის კანონპროექტთან მიმართებაში, კიდევ უფრო მეტი უარგუმენტობა გამოავლინა“.

„მაშინ, როცა სხვა არაფერი ამაგრებს მათ პოზიციას, ალბათ მასიური ტყუილები ერთადერთი გამოსავალია.

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

უფრო მეტიც, ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს.

ასევე ნახეთ

,,არა რუსულ კანონს” – ასე დაასრულა დღეს ვასო აბაშიძის მუსიკალურმა თეატრმა სპექტაკლი ,,მეფე ლირი” . ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში თეა ფიფია გვიზიარებს. საზოგადოებამ მოწონება კომენტარების სახით გამოხატა: ,,,ბრავო, ძალიან კარგია, მაგრები ხართ”.

დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო – რუსეთს, ეკრანებს და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა იქ გვესაუბრონ“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

mazda magti 5g