„გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი“, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი გუშინ, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
„პოლიციელი გმირია!
ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს ![]()
2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით ლაჩრებო?!
გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა…“, – წერს ნინო წილოსანი.
ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“
მთავარ სლაიდზე გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო: რადიო თავისუფლება
