„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრასა და მის მიერ გაჟღერებულ გზავნილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„საკუთარი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის საპირწონედ, სხვა ქვეყნის ლიდერს რომ ციტირებ, ამით უკვე გასაგებია, როგორი ეროვნული ღირებულებების მატარებელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხარ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.
ირაკლი კობახიძე წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს!“- წერს ნინო წილოსანი „ფეისბუკზე“.
საკუთარი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის საპირწონედ, სხვა ქვეყნის ლიდერს რომ ციტირებ, ამით უკვე გასაგებია, როგორი…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Friday 12 April 2024