უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.
სოზარ სუბარი: „ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს“
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“ – თქვა სოზარ სუბარმა.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში – ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია..
თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.” – წერს წილოსანი.