არ შეიძლება მსგავსი მტრული და მავნებლური განცხადებები – გენდერული თანასწორობის საბჭოს მისი წევრი, იდა ბახტურიძე ტოვებს.
ამის შესახებ ბახტურიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
ბახტურიძე მოითხოვს ნინო წილოსანის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დადგეს.
“გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ დაწესებული ჯილდოს კომისიის წევრი ვარ, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარის Nino Tsilosaniს გუშინდელი განცხადების შემდეგ ვტოვებ ამ კომისიას. ოფიციალურ წერილს ხვალ მეილითაც მოგწერთ. დღეს კი აქედან მინდა მივმართო საბჭოს, რომ დააყენოს საბჭოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება მსგავსი მავნებლური და ქვეყნისთვის მტრული განცხადებები, პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე შერჩეთ ადამიანებს!” – წერს იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ნინო წილოსანის განცხადებას. “ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, მას არ ახსენდება.
ამ განცხადების შემდეგ დეპუტატმა განმარტებაც გააკეთა.