LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan 150 მილიონი ავტომობილის გამოშვებას ზეიმობს

58

იაპონური საავტომობილო კომპანია Nissan ბრენდის 150 მილიონი ავტომობილის გამოშვებას აღნიშნავს. 1933 წელს დაარსებულმა კომპანიამ მხოლოდ 73 წლის შემდეგ მოახერხა 100 000 000-იანი ზღვარის გადალახვა, დანარჩენი 50 000 000-ის აწყობას კი 11 წელი მოანდომა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში Nissan-მა არსებითად გააფართოვა ამომავალი მზის ქვეყნის მიღმა საავტომობილო წარმოება. 50 000 000 ეგზემპლარიდან, 76,5% იაპონიის საზღვრებს გარეთ არის აწყობილი, აქედან  ევროპაში კომპანიის წარმოების წილი 13%-ია. 30 წელიწადზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში Nissan-მა ქარხნები გახსნა. 2016 წელს იაპონურმა ბრენდმა რუსეთში წარმოების 10 წლის იუბილე აღნიშნა. 150 მილიონიანი ზღვარის გადალახვის შემდეგ, Nissan ბრიტანეთში ელექტროქარის წარმოებას გეგმავს და სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები