LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ყველა ახალი მოდელი მაქსიმალურად უსაფრთხოა

63

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) Nissan-ის სამი მოდელი სტანდარტული ქრაშ-ტესტების უმაღლეს ქულაზე ჩაბარებისათვის დააჯილდოვა.

პრესტიჟული ჯილდო Top Safety Pick Plus მიიღეს სედანებმა ”Altima” და ”Maxima” და კომპაქტურმა ქროსოვერმა ”Rogue”.

კომპანია Nissan North America-ს ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია შეჯახების ტესტების შედეგებით ამაყობს და დასძინა, რომ ავტომობილების პროექტირებისას სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოება Nissan-სთვის უპირველესი ამოცანაა.

Nissan-ის ახალი მოდელების უმრავლესობა უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, გარდა ინტელექტუალური კრუიზ კონტროლისა და უსაფრთხოების ბალიშებისა, Nissan შემდეგი სისტემები აქვს: ექსტრემალური დამუხრუჭება, შეჯახების ალბათობის გაფრთხილება, მკვდარი ზონების კონტროლი, ზოლზე მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემა და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები