იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა განაცხადა, რომ გაყიდა იოკოჰამაში მდებარე თავისი სათაო ოფისი, – ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გარიგების ფარგლებში Nissan-სა და მყიდველს შორის გაფორმდა 20-წლიანი ხელშეკრულება შენობის გირავნებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ოფისში დარჩება და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას.
„გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაიხარჯება ობიექტების მოდერნიზაციასა და კომპანიის მომავალი ზრდის მხარდაჭერაზე,“ – აცხადებს Nissan.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში Nissan-მა მსოფლიოს მასშტაბით 1,48 მილიონი ავტომობილი გაყიდა. კომპანიის ოპერაციული შემოსავალი 5,6 ტრილიონ იენს შეადგენდა, ხოლო ზარალი 221,9 მილიარდი იენს.
კომპანიამ ზარალი აქტივების გაუფასურებითა და რესტრუქტურიზაციის ხარჯებით ახსნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nissan-მა პროფკავშირთან დაიწყო მოლაპარაკებები, ევროპის რეგიონალურ ოფისში პერსონალის შემცირების თაობაზე. თუ როგორ დასრულდა ეს საკითხი, უცნობია.