Nissan-მა მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გააყალბა. იაპონურმა ავტომწარმოებელმა დანაშაული თავადვე აღიარა და ისიც დაამატა, რომ გარდა გარემოს დაბინძურებისა, ფალსიფიკაცია საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებულ ცნობებსაც შეეხო.
ბრენდის ხელმძღვანელთა განცხადებით, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ინსპექციის შედეგად დადგინდა, რომ ახალი მოდელების დასატესტი გარემო რეალურს არ შეესაბამებოდა და საბოლოო დასკვნაშიც შეცვლილი ცნობები შეიტანეს. იაპონური მედიის ცნობით, საუბარია 900-მდე მსუბუქ ავტომობილზე, რომლებიც ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მასზე მოხვედრილი მოდელები სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებდნენ.
შეგახსენებთ, რომ Nissan-ისთვის ეს უკვე მეორე სკანდალია და გასული წლის ოქტომბერში მან კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია. ახალი მოდელების შემოწმება გამოუცდელ პერსონალს დაავალა, რამაც საბოლოო შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია. კანონდარღვევის გამო ავტომწარმოებელმა მსოფლიო ბაზრიდან 11 მილიონზე მეტი ავტომობილი უკან გამოიწვია.