LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan ნიუ-იორკის მოტორშოუზე “სიკვდილის ვარსკვლავით” ბრუნდება

42

კომპანია Nissan-მა ნიუ-იორკის ავტოშოუსთვის საკუთარ სტენდებზე ისაუბრა. მარკა დამთვალიერებელს ”ვარსკვლავურ ომებში” ჩაშვებას სთავაზობს – სტენდზე უზარმაზარი ”სიკვდილის ვარსკვლავიც” გაჩნდება.

კომპანია Nissan-სა და ”ვარსკვლავური ომების” თანამშრომლობით კოსმოსური გასაბერი ხომალდი ერთადერთი თემატური ატრიბუტი არ იქნება: Nissan ”ციფრულ სარკეს” – მონიტორს დაამონტაჟებს, სადაც ადამიანები საკუთარ თავებს ფილმის პერსონაჟების როლში დაინახავენ.

სტენდებზე ნამდვილი მებრძოლები და მარკის სპეციალური ავტომობილები იქნებიან: კონცეპტი X-Wing Rogue, რომელიც გამანადგურებელი X-Wing სტილშია გაფორმებული და ქროსოვერი Rogue, რომელიც X-Wing-ის პილოტის კოსტიუმის ფერებშია გადაწყვეტილი.

კომპანია ”ნისანი” სპეცვერსია Rogue -ს წარმოადგენს, რომელიც ”ვარსკვლვაურ ომებს” ეძღვნება. მოდელი ოფიციალურად მიიჩნევა პირველ სერიულ მოდელად, რომელმაც გაფორმება ფილმების სტილში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები