LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan X-Trail-ის განახლებული ვერსია ჰიბრიდი იქნება

50

კომპანია Nissan-მა ამერიკული ავტობაზრისთვის განახლებული ქროსოვერი Rogue 2017 წარმოადგინა, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში როგორც X-trail ისეა წარმოდგენილი. განახლებულმა მოდელმა ჰიბრიდული შემადგენლობა მიიღო.

ახალი ,,ლამაზმანის’’ შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა – იგი აღიჭურვა 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 140 ცხენის ძალით განისაზღვრა, ასევე აქვეა 30 კილოვატიანი ელექტროძრავი. ავტომობილის საერთო სიმძლავრე 176 ცხენის ძალის ერთეულითაა წარმოდგენილი. ჰიბრიდში დაინერგა ახალი ფუნქცია – ,,სტარტ-სტოპ’’, რომელიც ენერგოდაზოგვისთვისაა განკუთვნილი ავტომობილის შეჩერების დროს. კომბინირებული მოწყობილობა მოდელის ხუთადგილიანი ვერსიის მოდიფიკაციის სახით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები