ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „CORUS SYSTEMS INC” ორგანიზებით, ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, რვა უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელში, ივნისის განმავლობაში, ქართული ღვინის, ჯამში, 16 დეგუსტაცია გაიმართა.
თითოეული ღონისძიების ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო. ასევე, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე, განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ.
მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.