LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში გადაწყვიტეს ვირთხებს ჰუმანური მეთოდით ებრძოლონ

125
Capture

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ქალაქში მღრღნელების პოპულაციის შესამცირებლად ჰუმანური მეთოდი მოიფიქრა. როგორც გამოცემა The Independent წერს, შხამის ალტერნატივად კონტრაცეფციას თვლიან.

ვირთხების კონტრაცეფციის იდეას მთავრობამ ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც ქალაქის ზოოპარკიდან გაქცეული ბუს ორგანიზმში შხამი იპოვეს. ამის შემდეგ ჩინოვნიკებმა გამოთქვეს იდეა, რომ ვირთხების მილიონიან პოპულაციას, რომელიც მეტროსა თუ სხვა მიწისქვეშა დაწესებულებების ტერიტორიაზე ცხოვრობს, გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით ებრძოლონ.

ამ დროისთვის ნიუ-იორკში მღრღნელებს სათაგურებისა და საშიში შხამების საშუალებით ანადგურებენ. ასევე იყენებენ გაზსაც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მეთოდად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები