ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურის გადადგომას არ ადასტურებენ. ამის შესახებ ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხადური აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, როგორც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. ”დღეს მინისტრი ჩვეულებრივ სამსახურშია, მუშაობს და მას სამინისტრო არ დატოვებია” , -განაცხადეს ფინანსთა სამინსიტროში.
ინერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ ხადური თანამშრომლებს დაემშვიდობა და თანამდბობა დატოვა.
