LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორიოს ტყეში სამხედროს მკვლელობისთვის ბრალდებული საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ

133

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნორიოს ტყეში, სამხედროებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი სამხარაძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან 12 ძირითადი და არანაკლებ 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული შეირჩევა.

საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი სამხარაძემ სიტყვიერი შეკამათების დროს, სერგო ჯიმშერაშვილს შურისძიების მოტივით, სახისა და თავის არეში მუშტების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება. ბრალდებულის მიერ თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად სერგო ჯიმშერაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში იყოფებოდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

საქმეში კიდევ 4 ბრალდებულია, რომელთა მიმართაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული, ირაკლი სამხარაძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

mazda magti 5g