ნორვეგია ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში სადაც აღარც ერთი ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილი აღარ დარჩება. გასული წლის შეჯამებით ელექტრომობილებმა ნორვეგიის ბაზრის რეკორდული წილი – 88,9 პროცენტი დაიკავეს, წერს Electrek-ი.
შედარებისთვის ჯერ კიდევ 2010 წელს „მწვანე“ ავტომობილებზე მთელი გაყიდვების 1 პროცენტი მოდიოდა მხოლოდ, 2023 წელს კი 80%-იანი ნიშნულის გადაჭარბება მოხერხდა, 2024 წელს უკვე 90%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნორვეგია აპირებს, რომ გახდეს მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილები საერთოდ გაქრებიან.
აღსანიშნავია, რომ ელექტრო ტრანსპორტის დანერგვის მაჩვენებლით ნორვეგია უკვე აღიარებულია მსოფლიო ლიდერად. ნორვეგიის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც ელექტრონული ტრანსპორტის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული. ის განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების პოლიტიკისგან, სადაც ავტომფლობელების ელექტროქარებზე გადასმას მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით ცდილობდნენ.