LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!“ – ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

294
ნიკა კვარაცხელია

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძე განცხადებას ავრცელებს და მოსამართლეს სამართლიანი განაჩენის გამოტანას სთხოვს.

იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას. მისივე თქმით, „ახალგაზრდები მონობისგან უნდა იხსნან და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება“.

„თქვენო უზენაესობავ! შვიდი თვე გადის იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საბჭოთა მენტალობამ, ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაგეგმა. დიახ, მათ საბჭოური მეთოდით მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ უსასტიკეს დანაშაულზე წავიდნენ! განსასჯელის სკამზე ჯერ მხოლოდ ორი მოტყუებული მკვლელი და მათი ერთი მასპინძელი ზის! ცხრა ტომიან საქმეში კი ძალიან დასაბუთებულად, ყველა მტკიცებულებით არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს. სწორედ კაველაძესაგან გახდა ცნობილი, როგორ მიატოვეს ის დამკვეთებმა გაგარინის მოედანზე დაქირავებულ ბინაში ჭელიძესთან ერთად. მათ თანამზრახველებს კი, დღეს კვალიფიკაციას რომ იმაღლებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას, ჩვენ ის ახალგაზრდები მონობისგან უნდა ვიხსნათ და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება.

12 აპრილს კი ჯერი თქვენზეა, პატივცემულო მისამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ, ნიკოს და-ძმების სახელით, იმ ხალხის სახელით, ვინც შვიდი თვეა ჩვენთან ერთად გლოვობს ნიკოს მოწამებრივ გასვლას ამ ქვეყნიდან. დიახ, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ტერორისტული აქტი მოუწყო ჩემს შვილს! ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!

15 სექტემბერს მარტო ნიკოსთვის არ უსვრიათ, ესროლეს ახალგაზრდების სურვილს, გააკეთონ  შეუძლებელი საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის!

არ წაახალისოთ მკვლელები ისე, როგორც ამას სამი უღირსი, 30 ვერცხლად გაყიდული უფლებადამცველი ვინმე ზაზა დათუკიშვილი, ონისე ონიანი და გიორგი ტურაზაშვილი აკეთებს!

ჩვენთვის შეჩერდა დრო, მაგრამ ჟამთასვლა გრძელდება…

საშინელი ომის ფონზე, სადაც მშობლები შვილებს კარგავენ, მიჭირს ჩვენს ტრაგედიაზე საუბარი, მიჭირს საუბარი იმ დიდ პროექტებსა და წარმატებებზე, რომელიც ნიკოს ძალისხმევით ზეციდან ისევ გრძელდება და გაგრძელდება, დიახ, სიკეთით, წარმატებით და მაინც დიდი იმედით თუ დაამარცხებ ბოროტებას…“, – წერს იზა ომაძე.

mazda magti 5g