LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში საქართველოში პანდემია დასრულდება – ივანე ჩხაიძე

790
ჰდფ

ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში საქართველოში პანდემია დასრულდება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა,  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპტიმისტური დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

“ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი საქართველოში, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება “ომიკრონთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. “დელტა” არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაში.

ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში “დელტა”, მათი რისკი “ომიკრონით” ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც “ომიკრონიც” აღარ იყოს ბარიერი,” – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს.

ივანე ჩხაიძე: წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი

“რეალურად “ომიკრონის” 4 ქვეშტამი არსებობს, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ოთხივე ცირკულირებდეს” – რა ვიცით “ომიკრონით” რეინფიცირების შესახებ

თუ მომდევნო სამშაბათს 26 ათასზე მეტი ინფიცირება არ იქნება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია: ივანე ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g