ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა გამოვიდა, რომელსაც მომღერალი უკვე დიდი ხანია, რაც აანონსებს.
ნუცას კომპოზიცია სიყვარულის შესახებაა და მომღერალი აღნიშნავს, რომ თავადაც შეყვარებულია და ბედნიერებისგან ანათებს:
„All My Life is OUT!
All My Life გამოვიდა!
ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. გულით დაწერილი სიყვარულზე და იმ გრძნობებზე, რაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია.
ვიპოვე სიყვარული, რომელიც მეგონა, მხოლოდ სიზმარში არსებობდა… და გულით მინდა, მსგავსმა სიყვარულმა თქვენც მოგაგნოთ და ბედნიერებისგან ყოველდღე ანათებდეთ!
მოუსმინეთ, იგრძენით და რაც მთავარია, იცეკვეთ.
ახლა ეს სიმღერა უკვე თქვენია
მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ…“