LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუცა უკვე გამარჯვებული და ნამდვილი ვარსკვლავია…იმდენად ნიჭიერია, ყველა ჩარჩოს ამსხვრევს” – ნინო სურგულაძე

678
BeFunky-collage - 2023-04-26T000617.891

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კონკურსი როგორც არ უნდა დასრულდეს, ნუცა უკვე გამარჯვებულია.

„მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ნუცას ამ რთულ გზაზე, ის იმდენად ნიჭიერი, ენერგიულია და ყველა ჩარჩოს ამსხვრევს რომ ყველაფერს შეძლებს. ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს…

ეს კონკურსია და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ის უკვე გამარჯვებულია და ნამდვილი ვარსკვლავი.
უფალი შენკენ ნუცა, ლამაზო”, – წერს ნინო სურგულაძე.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა, რაც ნიშნავს იმას რომ შემდეგი 5 ტურის განმავლობაში ის დარჩება პროექტში.

„ნუცას ხმები არ ეყო, ის ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში“ – რას წერს ზაზა შენგელია

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა! – ქართველი მომღერალი მომდევნო ტურში ჟიურიმ გადაიყვანა: ნუცას ემოციური გამოსვლა და კვლავ ფეხზე დამდგარი ჟიური

ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც American Idol-ში იღებს მონაწილეობას, მან შეძლო და წარმატებით გაიარა აქამდე არსებული ყველა ეტაპი.

„ნუცამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ოცნებები ხდება“ – რა გზა გაიარა ნუცა ბუზალაძემ 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოსახვედრად: ნახეთ ნუცას ყველა გამოსვლა და შეფასებები

მისი მორიგი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჟიური კვლავ ფეხზე წამოდგა.

„მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს“ – რა წერია ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთეუეის ფან-გვერდზე ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ კეტი პერის თავი მოაწონა: „ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რაც დღეს გააკეთე! უბრალოდ, იყავი ნუცა…“

ვიდეო: ნუცას მორიგი ფურორი და კვლავ ფეხზე წამომდგარი ჟიური: ქართველი მომღერალი American Idol-ის 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს

ვიდეო: „ჩვენ ვირჩევთ ნუცას“ – კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ: ჟიურის გადაწყვეტილება და შოკირებული ნუცა ბუზალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები