LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს – ეს რადიკალიზმი უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს“ – მიხეილ დაუშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდაცვალებაზე

135
მიხეილ დაუშვილი

„ჩემთვის ახლა მთავარი რა არის ამ ყველაფერში – ვხედავ, რომ ამ პროცესში ორი პასუხისმგებელი პირი არსებობს. ერთი არის „ოცნება“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილი წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც ,,აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა ისეთი დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანეს, რომ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებამდე მივდივართ.

დაუშვილის განცხადებით, ამ ყველაფერში ორი პასუხისმგებელი მხარე არსებობს – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“:

„მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად არაძალადობრივად ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“ – ირაკლი ნადირაძე

„ჩემთვის ახლა მთავარი რა არის ამ ყველაფერში – ვხედავ, რომ ამ პროცესში ორი პასუხისმგებელი პირი არსებობს. ერთი არის „ოცნება“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ქვეყანა ისეთი დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანეს, რომ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებამდე მივდივართ. ორივე ძალა უკვე ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს. ამიტომაც ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს რომ ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს“ – განაცხადა დაუშვილმა.

გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება – ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს“

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g